ახალი ამბები

რამ გამოიწვია სტიქია დარიალის ხეობაში

17 მაისი, 2014 • • 5521
რამ გამოიწვია სტიქია დარიალის ხეობაში

თუმცა, როგორც გეოლოგმა ნეტგაზეთს განუცხადა, მისი პირადი მოსაზრებით, დღეს მოვარდნილი გლაციალური [მყინვარული] ღვარცოფი მდინარე თერგზე მიმდინარე დარიალჰესის მშენებლობას არ უნდა უკავშირდებოდეს, რადგან ამ მშენებლობას მყინვარის დინამიკაში მოყვანისათვის საჭირო ტექტონური ცვლილებები არ უნდა გამოეწვია:

ნეტგაზეთის კითხვას, აქვს თუ არა გარემოს ეროვნულ სააგენტოს პროგნოზების ამსახველი გეგმა ამ ტიპის მოსალდნელი სტიქიური საფრთხეების თაობაზე და იყო თუ არა დევდორაკი შესაბამის ჩამონათვალში, მან ასე უპასუხა:

“რა არის, იცით, ე.წ. გლაციალური ღვარცოფები მსოფლიოში ყველაზე ნაკლებად არის შესწავლილი, მით უმეტეს, კავკასია ერთ–ერთი ყველაზე ურთულესი რეგიონია. იმის პროგნოზირება, რა და როდის მოხდება, ძალიან ძნელია, იმიტომ, რომ მყინვარული მოძრაობა უამრავ ფაქტორს უკავშირდება: მიწისძვრებს, ტემპერატურულ ცვლიელბებსაც, მაგრამ ვიცით, სად მოხდება. ეს არ ხდება ყველა მყინვარულ ზონაში, არის გარკვეული ადგილი, სადაც ეს ხდება და ეს ვიცით. ეს დაფიქსირებული გვაქვს და ვსწავლობთ. აქ რომ მოხდებოდა ოდესღაც, ეს ვიცოდით, მაგრამ როდის – არა. მაღალი საშიშორების რისკი ზონაში არის:

დარიალის ხეობაში მდინარე თერგზე მიმდინარე ჰესის მშენებლობას გარემოსდაცმველი ორგანიზციები უკვე წლებია აპროტესტებენ. 2012 წელს ყაზბეგის რაიონ სოფელ გერგეთში ორგანიზაციამ ”მწვანე ალტერნატივა” და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციამ ”სტეფანწმინდა”  აქციაც გამართეს. ისინი ჯერ კიდევ 2 წლის წინ ამბობდნენ, რომ ამ მშენებლობას გარკვეული ნეგატიური ცვლილებების გამოწვევა შეეძლო. ემილ წერეთელი კი აცხადებს, რომ ეს მშენებლობა მსგავსი მასშტაბის ღვარცოფს ვერ გამოიწვევდა:

“არავითარ კავშირში არ არის [ჰესის] მშენებლობა. რატომ? იმიტომ, რომ მყინვარი დინამიკაში რომ მოვიდეს, უნდა იყოს ძალიან ძლიერი ძალა: მიწისძვრა და ასე შემდეგ.. იქ რა, აფეთქებები იყო, თუ რა იყო? თუმცა ეს ჩემი მოსაზრებაა, საჭიროა შესწავლაც. 2007 წელს, როცა შევისწავლეთ, იქ მაშინ მიწისძვრები იყო და იმან გამოიწვია გააქტიურება. ახლა ჯერ არ ვიცით მიზეზი. სპეციალისტები იქ იმყოფებიან, დასკვნა დაიდება, დანარჩენს შემდეგ მოგახსენებთ”.

ნეტგაზეთის კითხვას, რამდენად მიზანშეწონილად მიიჩნევს იმ ადგილას ჰესის მშენებლობას და არის თუ არა საქმის კურსში მთავრობა იმის თაობაზე, რაც მან ჩვენ გვითხრა მაღალი რისკების შესახებ, წერეთელმა უპასუხა, რომ დღეს ღვარცოფი თერგის მარცხენა მხარეს ჩამოწვა, ხოლო ჰესის მშენებლობა მდინარის მარჯვნივ მიმდინარეობს.

ემილ წერეთელს ჯერჯერობით პასუხი არ აქვს კითხვაზე, მაშინ როგორ მოხდა, რომ სტიქიის შედეგად ჰესზე მომუშავე ადამიანები დაშავდნენ და წყლით სწორედ ის გვირაბი ამოივსო, რომელიც დარიალჰესს უკავშირდება.

მისივე თქმით, ამ ყველაფერს დეტალური დაზუსტება და შესწავლა სჭირდება.


დარიალის ხეობა – ყაზბეგის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ფოტო/2014 წელი
დარიალის ხეობა – ყაზბეგის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ფოტო/2014 წელი


 

საქართველოს მთავრობის ცნობით, დარიალის ხეობაში ჩამოწვა მეწყერი, რამაც გამოიწვია მდინარე თერგის კალაპოტის გადაკეტვა, მომხდარ სტიქიურ მოვლენასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიქმნა საგანგებო შტაბი, რომელსაც კოორდინაციას  სახელმწიფო უსაფრთოხებოს და კრიზისების მართვის საბჭო გაუწევს.

 

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს დილით, დაახლოებით 10 საათისთვის სოფელ გველეთთან, მდინარე დევდორაკისა და თერგის შესართავთან მთის მასივი ჩამოიშალა, რამაც დააზიანა რუსეთიდან მომავალი 700 მილიმეტრიანი და 1200 მილიმეტრიანი მაგისტრალური გაზსადენები. შსს-ს ცნობით, საგანგებო სიატუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დარიალ ჰესის გვირაბიდან თურქეთის რესპუბლიკის 12 მოქალაქე და მეწყერის ქვეშ მოყოლილი სატვირთო ავტომანქანიდან 1 მძღოლი გამოიყვანეს.

დარიალის ხეობა – ყაზბეგის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ფოტო/2014 წელი
დარიალის ხეობა – ყაზბეგის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ფოტო/2014 წელი



დარიალის ხეობა – ყაზბეგის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ფოტო/2014 წელი
დარიალის ხეობა – ყაზბეგის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ფოტო/2014 წელი


მასალების გადაბეჭდვის წესი