ახალი ამბები

ბესელია: ნაციონალებმა რომ მოიპარეს მოსასმენი აპარატურა, ამის გამო ჭიკაიძე დავსაჯოთ?

12 მაისი, 2014 • • 1297
ბესელია: ნაციონალებმა რომ მოიპარეს მოსასმენი აპარატურა, ამის გამო ჭიკაიძე დავსაჯოთ?

“აპარატურა რომ მოიპარა თავის დროზე მერაბიშვილის და ახალაიას პერიოდში მისმა, ალბათ, ნდობით აღჭურვილმა პირებმა, ამის გამო ჭიკაიძე დავსაჯოთ და არა ის პირები, ვინც ეს გააკეთა?” – ასე უპახუა ეკა ბესელიამ კითხვას, უნდა დადგეს თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი ფარული ჩანაწერებს გავრცელების შემდეგ?

 

ბესელიამ განაცხადა, რომ უნდა დაელოდონ გამოძიებას, რადგან ყველა საქმეს სხვადასხვა პერიოდი სჭირდება გასახსნელად. პარლამენტარი ამბობს, რომ ძვირადღირებული პორტატული ტექნიკის გაუჩინარებაზე გამოძიების შედეგბს იგი ელოდება.

 

“იმის თქმა, რომ ხელისუფლება უსმენს და პირდაპირ ხელი დავადოთ კონკრეტულ პირებს, ეს არის უსამართლობა და სულსწრაფობა. უნდა დავაცადოთ გამოძიებას”, – თქვა ბესელიამ დღეს, საკონსტიტუციო კომისიის წევრბეის მორიგი შეხვედრის დაწყებამდე. 

 

ეკა ბესელია
ეკა ბესელია

პარლამენტარი ამბობს, რომ ახალმა მთავრობამ ხელსიუფებაში მოსვლის შემდეგ ფარული მოსმენების პრევენციისთვის სპეციალური ჯგუფი შექმნა, გაანადგურეს არსებული მასალები, გამოცხადდა სამთვიანი ამნისტიციის პერიოდი, როცა ყველას შეეძლო უკანონო ჩანაწერები გამოძიებისთვის წარედგინა და პარლამენტში ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყო. 

 

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-მა საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანიის ტოპმენეჯმენტზე ფარულ აუდიოვიზუალურ თვალთვალს ახორციელებდნენ. 10 მაისს ტელეკომპანია “რუსთავი 2″–ის ეთერში, გადაცემაში “განსხვავებული აქცენტები” ფარული ჩანაწერები გაასაჯაროეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი