“სამართლებრივი თვალსაზრისით, არის კანონი გამოხატვის თავისუფლების შესახებ, რომელიც სრულ თავისუფლებას აძლევს მედიას ნებისმიერი ინფორმაციის გამოქვეყნებისთვის, მაგრამ არის კანონები, რომლებშიც პირადი ინფორმაციის გამოქვეყნება არის შეზღუდული, აკრძალული და დასჯადი”, ამბობს ხმაალძე.
პარლამენტარის თქმით, ამ კანონებს შორის არის “კონკურენცია” და საკითხი წყდება იმის მიხედვით, საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე რას უნდა მიეცეს პრიორიტეტი.
ხმალაძე ამბობს, რომ სრულიად საკმარისი იყო პროკურატურისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია ასეთი ჩანაწერების არსებობის შესახებ.
ჟურნალისტების კითხვაზე, რეალურია თუ არა, რომ ოპოზიცია ფარულ მიყურადებას აწარმოებდეს, ხმალაძემ უპასუხა, რომ რეალურია.

“თქვენც და მეც შეგვიძლია უცხოეთში ვნახოთ ადგილები, სადაც იყიდება ასეთი [მოსასმენი] აპარატურა, რომლის შემოტანისას შეგვიძლია ერთმანეთის მოსმენით დავკავდეთ. ეს არის პორტატული აპარატურა. ჩემი აზრით გამოძიებამ უნდა დაადგინოს ვისი მოპოვებულია ეს ჩანაწერები”,- ამბობს ხმალაძე.
სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-მა საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანიის ტოპმენეჯმენტზე ფარულ აუდიოვიზუალურ თვალთვალს ახორციელებდნენ.
საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, რუსთავი 2- ის განცხადების საფუძველზე, რომელიც უკანონო ფარულ მიყურადებას და თვალთვალს ეხება, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით დაიწყო.








