უკვე გამოქვეყნდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე “ევროპული საქართველოს” დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები.
“ევროპული საქართველოს” ეგზიტპოლით, არჩევნების პირველ პრეზიდენტობის კანდიდატების შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- გრიგოლ ვაშაძე – 37%;
- სალომე ზურაბიშვილი – 34%;
- დავით ბაქრაძე – 17%;
- შალვა ნათელაშვილი – 5%;
- სხვა პარტიები – 7%.
“ევროპული საქართველოს” დაკვეთით ეგზიტპოლი კვლევითმა ორგანიზაცია BCG-იმ ჩაატარა. ეს არის წინასწარი მონაცემები.
“ევროპული საქართველოს” ეგზიტპოლი ყველაზე ახლოს არის “რუსთავი 2-ის” ეგზიტპოლთან, რომლის მიხედვითაც, უნდა ჩატარდეს არჩევნების მეორე ტური. რაც შეეხება “ქართული ოცნების” ეგზიტპოლს, ამ ეგზიტპოლში სალომე ზურაბიშვილს 50%-ზე მეტი აქვს, რაც მეორე ტურს გამორიცხავს.
ზურაბიშვილი – 40%, ვაშაძე – 40%, ბაქრაძე 10% – რუსთავი 2-ის ეგზიტპოლი
ზურაბიშვილი – 40%, ვაშაძე – 40%, ბაქრაძე 10% – რუსთავი 2-ის ეგზიტპოლი