ახალი ამბები

შსს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

28 ოქტომბერი, 2018 • 1640
შსს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების თქმით, ქვეყნის ყველა რეგიონში უსაფრთხოებისა და წესრიგის დასაცავად პოლიციის მობილური ჯგუფები იქნებიან მობილიზებულნი.

შსს-ს განცხადებით, “მშვიდი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად”, საპოლიციო ძალები საჭიროების მიხედვით გადანაწილდებიან, საზოგადოებას კი საარჩევნო პროცესში მართლწესრიგის კუთხით არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია დღის განმავლობაში, პერიოდულად მიეწოდება.

უწყება ასევე განმარტავს, რომ პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებიც არჩევნებზე წესრიგს უზრუნველყოფენ, მანამდე შსს-ს აკადემიისა და “ცესკოს” გადამზადების კურსები გაიარეს.

შსს-ს განცხადებით, საინფორმაციო მიმართულებას სამინისტროს ორი დეპარტამენტი ჩაიბარებს: პოლიციის უფლებამოსილებაზე ინფორმაციას ადგილობრივ დამკვირვებლებსა და არასამთავრობო სექტორს  იურიდიული დეპარტამენტი მიაწვდის, საერთაშორისო სადამკვირვებლო  მისიებს კი – საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი.

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში დღეს, 28 ოქტომბერს ტარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი