თუ თქვენ აპირებთ 2020 წლის 31 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას და არ იცით, სად მდებარეობს თქვენი საარჩევნო უბანი, მიჰყევით ქვემოთ მოყვანილ ინსტრუქციას:
- შეამოწმეთ თქვენი თავი ამომრჩეველთა სიაში.
ამისთვის ეწვიეთ ამომრჩეველთა სიას http://voters.cec.gov.ge და იპოვეთ, სად ხართ რეგისტრირებული. ამომრჩეველთა სიის ვებგვერდზე თქვენი მონაცემების შეყვანის შემდეგ თქვენს შესახებ ასეთი მონაცემი დაგხვდებათ:
2. დააწკაპუნეთ ისრით მონიშნულ ციფრებთან. ეკრანზე გამოჩნდება იმ საარჩევნო უბნის მისამართი, სადაც უნდა მიხვიდეთ ხმის მისაცემად.
პირველ ილუსტრაციაში, ისრით ნაჩვენებ ადგილას თქვენ ხედავთ ციფრებს, რომელზეც მოცემულია იმ საარჩევნო ოლქის და უბნის ნომერი, რომელშიც აძლევთ ხმას. მაგალითად, ილუსტრაციაზე ნაჩვენები ამომრჩევლის ნომერი: 08.03 ნიშნავს, რომ ამ ამომრჩეველმა ხმა უნდა მისცეს თბილისი მე-8 საარჩევნო ოლქის [დიდუბე] მე-3 უბანზე.
- ინფორმაციას არჩევნების მიმდინარეობის და შედეგების შესახებ თვალი ადევნეთ netgazeti.ge-ზე, ასევე ჩვენი ფეისბუკის გვერდზე: https://www.facebook.com/netgazeti
- თუ საარჩევნო უბნებზე შეამჩნიეთ რაიმე დარღვევა, ან იციდენტის თვითმხილველი გახდით, დაგვირეკეთ, ან გამოგვიგზავნეთ ფოტო, ან ვიდეო, ან მოკლე ინფორმაცია:
- email: info@netgazeti.ge netgazeti.ge@gmail.com, ტელეფონი: 555331334; 591212772; 599149206;
