ახალი ამბები

NDI: მოსახლეობის 62% უკანონო მოსმენებზე “ეს შენ გეხება” კამპანიას ამართლებს

5 მაისი, 2014 • • 1300
NDI: მოსახლეობის 62% უკანონო მოსმენებზე “ეს შენ გეხება” კამპანიას ამართლებს

ეროვნული მაჩვენებლით გამოკითხულთა 45% ინფორმირებულია იმის თაობაზე, რომ “ეს შენ გეხებას” კამპანიაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები საკანონმდებლო ცვლილებებს ითხოვენ, რათა აიკრძალოს ძალოვანი სტრუქტურების მიერ შესაძლო უკანონო მოსმენა და თვალთვალი.

 

გამოკითხულთა მხოლოდ 10% მიიჩნევს, რომ ეს კამპანია მიუღებელია, 62% კი ამ კამპანიას ამართლებს.

 

იმ ადამიანთა ყველაზე დიდი რიცხვი, ვინც “ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ” კამპანიას, ემხრობა აღმოსავლეთ საქართველოში დაფიქსირდა, სადაც მომხრე 75%–ია, ხოლო მოწინააღმდეგე – 7%. დასავლეთ საქართველოში კი კამპანიის მომხრე 52%–ია, ხოლო მოწინააღმდეგე – 12%.

 

კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 3 942 ადამიანი, ყველა მათგანი პირისპირი ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა. კვლევის ცდომილება +/– 2.1%–ია.

მასალების გადაბეჭდვის წესი