ასევე, მოსახლეობის უმეტესობა (58%) მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაციით საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს, ხოლო გამოკითხულთა 20% ფიქრობს, რომ საქართველოს მეტი სარგებელი ექნება, თუ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის ჩამოყალიბების გამო უარს იტყვის ევროინტეგრაციაზე.
NDI–მ 2014 წლის აპრილის მონაცემები წარმოადგინა. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 3 942 ადამიანი, ყველა მათგანი პირისპირი ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა. კვლევის ცდომილება +/– 2.1%–ია.









