ახალი ამბები

NDI: იმ ადამიანების რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ საქართველო სწორად ვითარდება, შემცირდა

5 მაისი, 2014 •
NDI: იმ ადამიანების რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ საქართველო სწორად ვითარდება, შემცირდა

თუკი წინა კვლევის დროს, 2013 წლის იანვარში, მოსახლეობის 47% მიიჩნევდა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, ამჯერად ეს რიცხვი 33%–მდე შემცირდა. გამოკითხულთა 38% მიიჩნევს, რომ მდგომარეობა არ იცვლება, 19% კი მიიჩნევს, რომ საქართველო ძირითადად არასწორი მიმართულებით ვითარდება.

 

NDI–ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ განმარტა, რომ კვლევა ჩატარდა მანამდე, სანამ დაიწყებოდა მსჯელობა ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით.


კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 3 942 ადამიანი, ყველა მათგანი პირისპირი ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა. კვლევის ცდომილება +/– 2.1%–ია.

ლუის ნავარო
ლუის ნავარო

მასალების გადაბეჭდვის წესი