ახალი ამბები

შსს-მ “ქურდულ სამყაროსთან” კავშირის ბრალდებით 5 პირი დააკავა

25 ოქტომბერი, 2018 • 1277
შსს-მ “ქურდულ სამყაროსთან” კავშირის ბრალდებით 5 პირი დააკავა

შსს-სა და პროკურატურის თანამშრომლებმა თბილისსა და მარნეულში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 5 ადამიანი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მათ ქურდულ სამყაროსთან კავშირს ედავებიან.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ, კერძოდ, დაკავებულებს კავშირი ჰქონდათ უცხოეთში მყოფ ე.წ. „კანონიერ ქურდებთან“ – ჯეირან კინწურაშვილთან და ირაკლი დანელიასთან და მათთან შეთანხმებით ე.წ. „ქურდულ გარჩევებს“ აწყობდნენ”, – ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდულ გარჩევაში მონაწილეობის მიღებისა და კანონიერი ქურდისადმი მიმართვის მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი