მარნეულშ, 30 წლამდე ასაკის კაცი მატარებლის დაჯახების შედეგად დაიღუპა.
როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.