მოგეხსენებათ, GIPA ყოველთვის ჩართულია საზოგადოებისათვის საინტერესო, აქტუალური, პოლიტიკური თუ სოციალური საკითხების განხილვაში. ის ყოველთვის წარმოადგენდა განსხვავებული მოსაზრებებისა და შეხედულებების გაზიარებისა და მსჯელობის პლატფორმას.

სწორედ ამიტომ, სტუდენტების ინიციატივით, 15 ოქტომბრიდან, GIPA-ში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებთან შეხვედრები გაიმართება. არსებული 25 კანდიდატიდან, სტუდენტებმა მათთვის საინტერესო 5 კანდიდატი შეარჩიეს. შეხვედრების ფორმატი ითვალისწინებს სტუმრების საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციასა და კითხვა-პასუხის რეჟიმს. სადაც სტუდენტებს საშუალება ექნებათ დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები.

შეხვედრების განრიგი:

  1. დავით უსუფაშვილი („შენების მოძრაობა“) – 15 ოქტომბერი, 19 საათი
  2. ზურაბ ჯაფარიძე (პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“) – 18 ოქტომბერი, 19 საათი
  3. დავით ბაქრაძე (პ/გ „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის) – 22 ოქტომბერი, 11 საათი
  4. სალომე ზურაბიშვილი (პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი) – 23 ოქტომბერი, 19 საათი

სტუდენტური გამოკითხვების შედეგად გამოვლენილ ერთ-ერთ კანდიდატთან, გრიგოლ ვაშაძესთან (გაერთიანებული ოპოზიცია – „ძალა ერთობაშია“) ამ ეტაპზე, დროის უქონლობის გამო, შეხვედრასთან დაკავშირებით მოლაპარაკება ვერ შედგა.