ახალი ამბები

GIPA-ს გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, თბილისის გენერალური გეგმა განიხილეს

12 ნოემბერი, 2019 •
GIPA-ს გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, თბილისის გენერალური გეგმა განიხილეს

დისკუსიაში მონაწილეობას იღებდნენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ურბანული პოლიტიკისა და დაგეგმარების დეპარტამენტის უფროსი დავით ასანიძე, არასამთავრობო ორგანიზაციის ღია საზოგადოება საქართველო წარმომადგენელი ანანო ცინცაბაძე, თბილისის გენერალური გეგმის სამუშაო ჯგუფის წევრი გოგი აბაშიძე, ექსპერტი ლევან ხუციშვილი, GIPA- კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნანი მაჭარაშვილი და გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები

დისკუსიას მოდერაციას უწევდა GIPA- მოწვეული ლექტორი ...-დან, ურბანისტი –  როჯერ აკელეი

დისკუსიის ფარგლებში მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ თბილისის ახალ გენერალურ გეგმაში, რომელიც 2009 წლის შემდეგ პირველად გადაიხედა და შეიცვალა, ძალიან სწორი და პრიორიტეტული საკითხია წამოწეული, რომელიც ქალაქის განვითარებას განაშენიანების ფარგლებს გარეთ გამორიცხავს. დადებით მხარედ აღინიშნა გეგმარებითი შეზღუდვებიც გარკვეულ არეალებში, რომელიც გენერალური გეგმითაა გათვალისწინებული, თუმცა გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის სტუდენტების კითხვებს შორის, ერთერთი მთავარი კითხვა ქალაქში რეკრეაციული ზონების არსებობას და მათი გაშენების პირობებში მიწის მესაკუთრეთა ინტერესების დაცვას შეეხებოდა, რაზეც დისკუსიის მონაწილეები ცალსახად შეთანხმდნენ, რომ გენერალური გეგმა ზონირების პრობლემის მოგვარებას და მათ შორის, ქალაქში ახალი რეკრეაციული ზონების შექმნას გულისხმობს, რაც თავისთავად მოიაზრებს მიწის მესაკუთრეებთან მოლაპარაკებებს, სწორი პრიორიტეტების დასმასა და ურთიერთშეთანხმების ჰარმონიზებას

დისკუსიის პროცესში სტუდენტების მხრიდან ყურადღება გამახვილდა საზოგადოების ჩართულობის ინტენსივობაზე გეგმის შემუშავების პროცესში. აღნიშნულთან დაკავშირებით, პანელური დისკუსიის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ტექნიკური საკითხების სიმრავლემ საზოგადოების მხრიდან ნაკლები ჩართულობა გამოიწვია, თუმცა ამ მიმართულებით სამუშაო პროცესის დახვეწით შესაძლებელია კომუნიკაციის გაუმჯობესება. 

ბოლო წლებში ქალაქის დაგეგმვის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად განვითარდა და  გაიზარდა, ამას მოწმობს ახალი გენერალური გეგმაც, რომლის განხორციელების შესაძლებლობების განვითარებაც მნიშვნელოვანია ქალაქის ურბანული სიცოცხლისათვისასეთი შეფასება გააკეთა GIPA- მოწვეულმა ლექტორმა, ურბანისტმა როჯერ აკელეიმ, რომელმაც შეფასებასთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილებაც გაუზიარა დისკუსიის მონაწილეებს. აკელეის თქმით, აშშ გადაწყვეტილების უფლებამოსილება იმ არჩევით საბჭოებს გადასცა, რომლებიც დაგეგმვასა და ურბანულ განვითარებაზე მუშაობენ, რათა მიწათსარგებლობისა და განვითარების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება მოხდეს არჩეული თანამდებობის პირების მიერ და თავიდან იქნას არიდებული კერძო გარიგებების განხორციელება და უზრუნველყონ საჯარო და გამჭვირვალე დებატების პროცესის წარმართვა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი