ახალი ამბები

მთავრობამ RMG-ს ლიცენზიით სარგებლობის ვადა გაუგრძელა

7 აპრილი, 2014 • • 1139
მთავრობამ RMG-ს ლიცენზიით სარგებლობის ვადა გაუგრძელა

სალიცენზიო პირობების მიხედვით, RMG-ს წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია 2014 წლის 7 აპრილამდე ჰქონდა. თუმცა პრემიერის 4 აპრილის გადაწყვეტილებით, ლიცენზიის სარგებლობის ვადა 2015 წლის პირველ იანვრამდე გაუგრძელდა. 

 

მას შემდეგ, რაც RMG-ს ლიცენზია ამოეწურება, ბოლნისის ტერიტორიაზე წიაღისეულის მოპოვებას მაინინგ ინვესთმენთ” გააგრძელებს. თუმცა მაინინგ ინვესთმენთის მიერ 2012 წელს ნაყიდი ლიცენზია არ შეიცავს საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიას, სადაც მეცნიერების მტკიცებით უძველესი ოქროს მაღარო მდებარეობს. ხოლო RMG-ის სალიცენზიო ტერიტორიაზე საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაც შედის.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, “მაინინგ ინვესთმენთი” 2012 წლი 13 თებერვალს დაარსდა. დაფუძნებისას მისი დირექტორი და მესაკუთრე ალვიდას ბრუსოკასია, რომელიც კვარციტის (ამჟამად MRG) სამეთვაყურეო საბჭოს წევრიცაა. “მაინინგ ინვესთმენთის” ამჟამინდელი დირექტორი – სოლომონ ცაბაძე RMG-ის კომერციული დირექტორის თანამდებობას იკავებს.

 

“მაინინგ ინვესთმენთს” ლიცენზია ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტში სასარგებლო წიაღისეულის- ფერადი, კეთილშობილი, იშვიათი მეტალები და ბარიტი, შესწავლა-მოპოვებაზე 1229, 26 ჰა. ფართობზე 2041 წლის 16 აპრილამდე ექნება.

 

სალიცენზიო ფართობი მოიცავს მადნეულის საბადოს, მისი აღმ. ფლანგის ჩათვლით. იმ წიაღისეულის, რაზედაც გაიცემა ლიცენზია, ყველა სახის ტექნოგენურ წარმონაქმნს, მათ შორის ოქრო-სპილენძისა და ოქრო-ბარიტულ მადნების გამდიდრების კუდებს, გროვებს, სანაყაროებს, საწყობებს, საყდრისის საბადო, კვირაცხოვლის, ფოსტისქედის, ყაჩაღიანისა და მამულისის უბნების ჩათვლით. არ მოიცავს საყდრისის საბადოს ყაჩაღიანის უბნის იმ ტერიტორიას, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა.

ნინო გუჯარაიძე, “მწვანე ალტერნატივას” აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ  ვადის გადაწევა სწორედ იმას უკავშირდება, რომ კულტურის სამინისტრო საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე წიაღისეულის მოპოვების ნებართვას არ აძლევდა, 2014 წლის 13 იანვარს RMG-იმ წიაღისეულის მოპოვების ნებართვა მიიღო, მას შემდეგ, რაც კულტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ საყდრისში უძველესი ოქროს მაღაროს არსებობა არ დადასტურდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი