ახალი ამბები

მექსიკის ქალაქ აკაპულკოს ყველა პოლიციელს უფლებამოსილება შეუჩერეს

26 სექტემბერი, 2018 • 2927
მექსიკის ქალაქ აკაპულკოს ყველა პოლიციელს უფლებამოსილება შეუჩერეს

მექსიკის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საკურორტო ქალაქ აკაპულკოს ყველა პოლიციელს ნარკოკარტელებთან სავარაუდო კავშირების გამო უფლებამოსილება შეუჩერდა, მათ ჩამოართვეს იარაღი. ადგილობრივი პოლიციელების ნაცვლად, ქალაქს ფედერალური პოლიცია და სამხედროები აკონტროლებენ. გარდა ამისა, პოლიციის ორ ხელმძღვანელს მკვლელობის ბრალდებით ეძებენ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ტელეარხის ცნობით, აკაპულკო მთელ მსოფლიოში ცნობილი იყო როგორც მდიდრების საკურორტო ზონა, თუმცა ბოლო პერიოდში ნარკოტიკების ვაჭრობის ერთ-ერთ ცენტრად იქცა და მკვლელობების რიცხვიც გაიზარდა. მაგალითად, გასულ წელს 100 ათას მოსახლეზე 103 მოკლული მოდიოდა, რაც მექსიკისთვისაც კი ძალიან მაღალი მაჩვენებელია.

ქალაქი გერეროში, სადაც აკაპულკო მდებარეობს, ქვეყნის მასშტაბით კრიმინალის დონე ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. ნარკოკარტელები აკონტროლებებნ ქალაქის ძირითად ნაწილს, სადაც ღიად აწარმოებენ ჰეროინს.

მთავარ ფოტოზე: მექსიკელი პოლიციელები ანადგურებენ ჰეროინს. ფოტო: EPA-EFE/DAVID GUZMAN

მასალების გადაბეჭდვის წესი