2016 წელს 3 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა ალკოჰოლის მოხმარების შედეგად. CNN-ის თანახმად, ასეთი შედეგი დაფიქსირდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო/WHO) ახალ ანგარიშში.
ეს მაჩვენებელი ნიშნავს, რომ 2016 წელს მსოფლიოში ყოველი მეოცე ადამიანი ალკოჰოლის მოხმარების გამო დაიღუპა.
ჯანმოს პრესრელიზის თანახმად, ამ სამი მილიონი ადამიანიდან 75%-ზე მეტი კაცია.
სიკვდილის მიზეზებს შორის ყველაზე მეტად დაფიქსირებულია დაზიანებები ალკოჰოლური თრობის შედეგად (შემთხვევათა 28%). მეორე ადგილზეა საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები (21%), მესამეზე კი— გულ-სისხლძარღვთა დაავადებები (19%). სხვა შემთხვევებში ფიქსირდებოდა ინფექციური დაავადებები, სიმსივნეები, ფსიქიკური დარღვევები და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები, რაც ალკოჰოლის მოხმარებასთანაა დაკავშირებული.
ამავე ანგარიშის თანახმად, ალკოჰოლს მოიხმარს დაახლოებით 2.3 მილიარდი ადამიანი მსოფლიოში.
გარეკანის ფოტო: EPA-EFE/DANIEL MUNOZ ს