ახალი ამბები

მარიხუანის მოყვანა–გადამუშავების გასაკონტროლებლად ახალი უწყების შექმნა იგეგმება

12 სექტემბერი, 2018 • 2375
მარიხუანის მოყვანა–გადამუშავების გასაკონტროლებლად ახალი უწყების შექმნა იგეგმება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, 12 სექტემბერს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ უნდა შეიქმნას სპეიცალური სააგენტო, რომელიც იმუშავებს მარიხუანის მოყვანა, წარმოება, გადამუშავების რეგულირების საკითხზე.

“ეკონომიკურ ნაწილზე ისაუბრებენ ჩემი ეკონომისტი კოლეგები, რეგულაციის ნაწილზე შემიძლია გითხრათ, რომ მსგავსი რეგულაციებისთვის აუცილებლად უნდა შეიქმნას სპეციალიზებული სააგენტო, რეგულატორი, რომლის ფარგლებში მოხდება, როგორც სალიცენზიო პირების დადგენა კონკრეტულ შემთხვევებსა და კონკრეტულ პირობებში, ასევე, სხვადასხვა საქმიანობაზე იქნება სხვადასხვა ლიცენზია. ეს არ შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ წარმოება, შეიძლება იყოს მოყვანა, წარმოება, გადამუშავება და ა.შ. ეს უნდა იყოს მკაცრად რეგულირებადი საქმიანობა, რომელსაც ეყოლება თავისი რეგულატორი, სადაც უმკაცრესი და, რაც მთავარია, ეფექტიანი კონტროლის მექანიზმები იქნება აბსოლუტურად ღია, ტრანსპარენტული და ყველასთვის გასაგები. ამისთვის იქმნება სააგენტო, რომელმაც უნდა განსაზღვროს ტარიფები, ლიცენზიის საფასური, იმ კონკურსის სახეობები, რომლითაც ეს ლიცენზიები უნდა გაიცეს და ა.შ.”

11 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა მარიხუანის სამედიცინო მიზნებისთვის წარმოების ლეგალიზებას გეგმავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი