ახალი ამბები

დისკრიმინაციის წინააღმდეგი ვარ! გიყვარდეთ ფეხბურთი და ფეხბურთელები – გრიგოლ ვაშაძე

29 აგვისტო, 2018 • 2316
დისკრიმინაციის წინააღმდეგი ვარ! გიყვარდეთ ფეხბურთი და ფეხბურთელები – გრიგოლ ვაშაძე

“წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი დისკრიმინაციის და ზიზღის! გიყვარდეთ ფეხბურთი და ფეხბურთელები”, – ასე უპასუხა წერილობით ოპოზიციური გაერთიანების “ძალა ერთობაშია” კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ნეტგაზეთის შეკითხვას გურამ კაშიასა და ჰომოფობიის პრობლემასთან დაკავშირებით საქართველოში.

ნეტგაზეთი შეეცადა გაეგო, რა პოზიცია აქვს ვაშაძეს კაშიას წინააღმდეგ აგორებული კამპანიისა და ჰომოფობიის თემასთან დაკავშირებით.

#გურამშენთანვართ – ამ ჰეშთეგით სოციალურ ქსელებში გურამ კაშიას მხარდამჭერი კამპანია დაიწყო მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა ფეისბუკის ოფიციალური გვერდი შეურაცხმყოფელი შეტყობინებების/კომენტარების გამო ფეისბუკის გვერდი გააუქმა, ხოლო ინსტაგრამის საჯარო ანგარიში მხოლოდ გამომწერებისთვის გახადა ხელმისაწვდომი.

სოციალურ ქსელებში კაშიას წინააღმდეგ ახალი ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრების მცველი უეფას თანასწორობის ჯილდოს მფლობელი გახდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი