ახალი ამბები

შსს: მაღალჩინოსნების ვიდეო სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს

26 აგვისტო, 2018 •
შსს: მაღალჩინოსნების ვიდეო სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოზე, რომელიც სავარაუდოდ მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნების პირადი მონაცემების ამსახველ კადრებს შეიცავს, გამოძიება არ დაიწყება.

როგორც უწყებაში განმარტავენ, მათ შეისწავლეს ვიდეო და ,მათი თქმით, ის სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს.

სავარაუდოდ, სოციალურ ქსელში ყოფილი და მოქმედი ქართველი მაღალჩინოსნის პირადი მონაცემების შემცველი კადრები გუშინ, 25 აგვისტოს  გავრცელდა.

ვიდეო არ შიეცავს სექსუალური ხასიათის კადრებს, თუმცა ყოფილ მაღალჩინოსანს არასაჯარი სივრცეში ასახავს და წარმოაჩენს მის პერსონალურ მონაცემებს.

აღსანიშნავია, რომ ვიდეო, ამ დრომდე ხელმისაწვდომია, ხოლო ვირტუალურ ანგარიშზე, რომლის მეშვეობითაც ვიდეო აიტვირთა, სხვა არაფერია გამოქვეყნებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი