ახალი ამბები

შსს-მ ანაკლიაში ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 3 უცხოელი დააკავა

26 აგვისტო, 2018 • 1631
შსს-მ ანაკლიაში ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 3 უცხოელი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ანაკლიაში, მუსიკალური ფესტივალის მიმდინარეობისას ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის, შენახვისა და გასაღების ბრალდებით 3 უცხოელი დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული 6-დან 11 წალმდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულებისგან სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები იმ დროს ამოიღეს, როდესაც ისინი ნარკოტიკებს მუსიკალური ფესტივალის დროს ასაღებდნენ. მათ შორის, ორი უცხოელის დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას პოლიციამ ასევე ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სსკ-ს  260-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი