მომლოცველებს სამებაში შესვლა ცენტრალური შესასვლელიდან ორ რიგად შეუძლიათ, ხოლო მარჯვენა და მარცხენა შესასვლელებიდან – გასვლა. ადგილზე წესრიგს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები უზრუნველყოფენ.
როგორც მრევლი აცხადებს, წინა დღეებთან შედარებით სამებასთან რიგი შემცირებულია, თუმცა ტაძარში შესასვლელად 1 საათი მაინც საჭიროა. ყველაზე ცოტა ხალხი შუადღეზე მიდის, საღამოს ხალხის ნაკადი იზრდება. მომლოცველებს სამებაში შესვლა 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ.


![მომლოცველების რიგი ბერი გაბრიელის ნეშტთან სამებაში [VIDEO] მომლოცველების რიგი ბერი გაბრიელის ნეშტთან სამებაში [VIDEO]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2015/10/cms-image-000022298.jpg)






