მომლოცველებს სამებაში შესვლა ცენტრალური შესასვლელიდან ორ რიგად შეუძლიათ, ხოლო მარჯვენა და მარცხენა შესასვლელებიდან – გასვლა. ადგილზე წესრიგს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები უზრუნველყოფენ.

 

როგორც მრევლი აცხადებს, წინა დღეებთან შედარებით სამებასთან რიგი შემცირებულია, თუმცა ტაძარში შესასვლელად 1 საათი მაინც საჭიროა. ყველაზე ცოტა ხალხი შუადღეზე მიდის, საღამოს ხალხის ნაკადი იზრდება. მომლოცველებს სამებაში შესვლა 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *