ბრალდებულს, რომელსაც გამოძიება შანტაჟით არასრულწლოვანის თვითმკვლელობამდე მიყვანას ედავება, ბრალი დაუმძიმეს. დაკავებულს არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება და თვითმკვლელობამდე მიყვანა ედება ბრალად.
დანაშაული სასჯელის სახით 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დღეს ცნობილი გახდა, რომ არასრულწლოვანის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით შსს-მ ერთი პირი დააკავა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ბრალდებული 2002 წელს დაბადებულ გოგოს პირადი მიმოწერის მშობლებისთვის გაგზავნით დაემუქრა, რის შედეგადაც არასრულწლოვანი გოგონა ინტიმური ხასიათის ფოტოსურათებისა და ვიდეოკადრების გადაღებასა და გაგზავნაზე დაითანხმა.
მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანმა გადაღებული ფოტოები და ვიდეომასალა გადაუგზავნა, 22 წლის ბრალდებულმა გოგოს დაშანტაჟება დაიწყო, რის გამოც ამ უკანასკნელმა საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში თავი ჩამოიხრჩო. როგორც შსს იუწყება, შემთხვევა გურიაში მოხდა, ბრალდებული კი ცხელ კვალზე ოზურგეთში დააკავეს.