რუსთავში 30 წლამდე კაცი საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან გადმოვარდა. ცნობა “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, კაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

გამოძიება სსკ-ს 114-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.