სამეგრელოში, ტობა-ვარჩხილის ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქე კაცი გერმანელი ტურისტების კარავში შეღწევას ცდილობდა. კარავში ორი ახალგაზრდა ქალი იმყოფებოდა.
ტურისტებმა 112-ში დარეკეს, რის შემდეგაც ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მივიდა. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამველებმა 45 წლამდე კაცი დააკავეს, რომელიც ბრალს აღიარებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-150 მუხლით მიმდიანრეობს, რაც იძულების მცდელობს გულისხმობს.
