ახალი ამბები

ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიაში ტრანსგენდერი ქალის ხსოვნის ღვთისმსახურება აღევლინა

31 ივლისი, 2018 • 6906
ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიაში ტრანსგენდერი ქალის ხსოვნის ღვთისმსახურება აღევლინა

დღეს, 31 ივლისს, მშვიდობის კათედრალში ბათუმში გარდაცვლილი ტრანსგენდერი ქალის ლიკას ხსოვნის ღვთისმსახურება აღევლინა.

ღვთისმსახურება ევქარისტიული ლოცვის ფარგლებში, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსებმა აღავლინეს.

24 წლის ტრანსგენდერი ქალი ლიკა 19 ივლისს გარდაიცვალა ბათუმის შიდსისა და ტუბერკულოზის ცენტრში. ლიკა პირდაპირ ექსპერტიზის ბიუროდან გადაასვენეს სასაფლაოზე. იგი სახლში მისვენების და სამძიმრის გარეშე, კაცის ტანსაცმელში დაკრძალეს.

სიკვდილის წინ ლიკას ძირითადად ბაბუა უვლიდა, გარდაცვალების წინა დღეებში ლიკას უკვე დედა და ბებიაც უვლიდნენ.

ლიკა ჰყვებოდა, რომ ძალადობის მსხვერპლი იყო. მასზე 6 წლის ასაკში იძალადეს მეზობლად მცხოვრებმა ბიჭებმა. ამ დანაშაულისთვის, ლიკას თქმით, არავინ დასჯილა, რადგან დააშინეს და ძალადობის შესახებ მაშინ არაფერი უთქვამს.

მასალების გადაბეჭდვის წესი