ახალი ამბები

დავაკავეთ პირი, რომელმაც ტრანსგენდერ ქალს პნევმატური იარაღიდან ესროლა – შსს

27 აგვისტო, 2021 • 1505
დავაკავეთ პირი, რომელმაც ტრანსგენდერ ქალს პნევმატური იარაღიდან ესროლა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც გუშინ ღამით თბილისში ტრანსგენდერ ქალს პნევმატური იარაღიდან ესროლა და ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მიაყენა. შსს-ს ცნობით, დაკავებულია 2000 წელს დაბადებული კაცი.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 აგვისტოს თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომობილით გადაადგილებისას, ქვეითად მყოფ ტრანსგენდერ ქალს – 1993 წელს დაბადებულ ჯ.ც-ს, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, პნევმატური იარაღიდან გასროლით ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მიაყენა და მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ნ.ქ. მომხდარიდან რამდენიმე საათში ბრალდებულის სახით დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი – პნევმატური პისტოლეტი”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შსს-მ გამოძიება გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დაიწყო.

თბილისში ტრანსგენდერ ქალს დაესხნენ თავს

მასალების გადაბეჭდვის წესი