ახალი ამბები

მთათუშეთში კლდიდან გადმოვარდნილი მოზარდის მდგომარეობა მძიმეა

29 ივლისი, 2018 •
მთათუშეთში კლდიდან გადმოვარდნილი მოზარდის მდგომარეობა მძიმეა

მთათუშეთში, სოფელ თოგლურთაში კლდიდან გადმოვარდნილი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. როგორც ტელეკომპანია “იმედთან” თელავის რეფერალური ჰოსპიტალის ექიმი, მავრა ჩიკურიშვილი ამბობს, ბავშვს ქალა ტვინის დახურული ტრავმა აქვს და ის კომატოზურ მდგომარეობაშია.

ექიმის თქმით, დაშავებულ მოზარდს თელავის რეფერალური ჰოსპიტალიდან თბილისში, იაშვილის სახელობის კლინიკაში გადმოიყვანენ, სადაც მისი მკურნალობა ბავშვთა ნეიროქირურგთან ერთად გაგრძელდება.

შემთხვევა დღეს, 29 ივლისს მთათუშეთში, სოფელ გოგლურთაშიმოხდა. 2007 წელს დაბადებული მოზარდი 30 მეტრის სიმაღლის კლდიდან გადავარდა.

შსს-ის განცხადებით, პოლიციის თანამშრომლები ადგილზე შეტყობინების მიღებისთანავე გმაოცხადდნენ, არასრულწლოვანი ხევიდან შსს-ის სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით ამოიყვანეს, რის შემდეგაც, მოზარდი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარზე გამოძიება გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი