ახალი ამბები

ჭიჭინაძე საუბრობს კვირიკაშვილი VS ივანიშვილის შეხვედრის დეტალებზე

27 ივლისი, 2018 •
ჭიჭინაძე საუბრობს კვირიკაშვილი VS ივანიშვილის შეხვედრის დეტალებზე

“ქართული ოცნების” სამდივნოს მიერ პარტიიდან გარიცხული დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდის ცნობილი შეხვედრაზე, სადაც ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი კვირიკაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა, ეს უკანასკნელი მხოლოდ ორმა დეპუტატმა დაიცვა, კახა კალაძემ კი სიტუაციის განმუხტვა სცადა. ამის შესახებ ჭიჭინაძემ ინგა გრიგოლიას “რეაქციაში” ისაუბრა TV პირველზე.

“ის შეხვედრა კვირიკაშვილს მე ვფიქრობ, რომ არ უნდა მოეწყო. ის ჩვენთვის ყველასთვის შერაცხმყოფელი იყო. თვითონ იყო ინიციატორი. ჯერ ერთი, როდესაც ინიშნებოდა, უმრავლესობა არ შეკრებილა და არ შეუთანხმებიათ, ეს ერთი-ერთზე გადაწყდა. ასეთ დროს, როდესაც რაღაცა ირღვევა, იქ ერთი-ერთზე უნდა მოგვარდე. როდესაც უმრავლესობის სხდომაზე გამოვიდა… ახლა რომ იძახიან, ვიღაცამ რაღაცა ხმა ამოიღო… არ ვიცი, იქ სამი მინისტრი გამოვიდა, ლევან კობერიძე ადგა ერთადერთი კაცი, საშა (ალექსანდრე) ერქვანია ადგა, რომლებმაც დაიცვეს კვირიკაშვილი”, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

მან ასევე კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე იმის თაობაზე, რომ ზემოხსენებულ შეხვედრაზე, სადაც კვირიკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის დაპირისპირება მოხდა, მაშინდელი პრემიერი დაიცვა კახა კალაძემაც.

“კალაძემ უბრალოდ სიტუაცია განმუხტა, საკმაოდ დიპლომატიურად მოიქცა, “ქართულმა ოცნებამ” თუ ვინმეს რამე უნდა დაუფასოს, დღეს რომ დუღილი არ არის, ეს არის კალაძის დამსახურება, იმ მომენტში ყველას მისცა გამოსავალი. ისევე როგორც მეორე დღეს ჩემთვის სასიამოვნო კი არ იყო იმის თქმა, მაგრამ იქ პირობა იყო, რომ გუნდმა მითხრას წავიდესო. ესენი მაშინაც კი დუმდნენ”, – ამბობს ჭიჭინაძე.

მისივე თქმით, ზემოხსენებულ შეხვედრაზე კვირიკაშვილმა თქვა, რომ თანამდებობიდან წავიდოდა, თუ ამას გუნდი ეტყოდა, თუმცა, ჭიჭინაძის თქმით, გუნდს თავისი პოზიცია არ დაუფიქსირებია.

ამავე თემაზე

მძიმე კითხვები იყო, საუბარი 3 საათს გაგრძელდა – ივანიშვილი კვირიკაშვილთან შეხვედრას იხსენებს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი