ახალი ამბები

ბახტაძე: რეგიონებში სასწრაფო დახმარების ბრიგადებს ხელფასები გაეზრდებათ

26 ივლისი, 2018 • 1858
ბახტაძე: რეგიონებში სასწრაფო დახმარების ბრიგადებს ხელფასები გაეზრდებათ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის თქმით, რეგიონებში მომუშავე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს ხელფასები 20-30%-ით გაეზრდებათ. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

ბახტაძის თქმით, ამ სფეროში დასაქმებულებს დიდი პასუხისმგებლობა აქვთ და 24-საათიან რეჟიმში უწევთ მუშაობა:

„ვფიქრობთ, ეს ნაბიჯი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონებში ჯანდაცვის სერვისი მოსახლეობას მივაწოდოთ უფრო მაღალი ხარისხით და ოპერატიულად“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი