ახალი ამბები

დღეს მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის განაჩენი გამოცხადდება

17 თებერვალი, 2014 • • 1092
დღეს მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის განაჩენი გამოცხადდება

ამ წუთებში სასამართლოს ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ათეულეობთ პოლიციელია მობილიზებული. სასამართლოში მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის მხარდაჭერები უკვე შეიკრიბნენ, რომლებიც სხდომის დაწყებას ელოდებიან. სასამართლო 12 საათზე უნდა დაიწყოს. 

როგორც ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, თუ სასამართლო ხელისუფლების ზეწოლას გაუძლებს, განაჩენი გამამართლებელი იქნება.

 

“სამართლიანი სასამართლოს პირობებში დაწწმუნებული ვარ განაჩენი იქნება გამამართლებელი, იმიტომ, რომ დაკითხული მოწმეებიდან არავის დაუდასტურებია ჩემთვის წაყენებული ბრალი. თუკი სამსაართლო გაუძლებს იმ ზეწოლას, რომელიც ხელუსუფლებისგან მოდის, განაჩენი აუცილებლად გამამართლებელი იქნება”,- ამბობს ჭიაბერაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი