დავით ჭიჭინაძე რ2-ს “ოცნების” დროშის ფონზე ჩაერთო

პარტიის სამდივნოს მიერ “ქართული ოცნებიდან” გარიცხული დავით ჭიჭინაძე დღეს, რ2-ის გადაცემა კვირის აქცენტებს “ქართული ოცნების” დროშის ფონზე ჩაერთო. დეპუტატი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ ეს განზრახ გააკეთა, რათა თავისი დამოკიდებულებისათვის გაესვა ხაზი.

დავით ჭიჭინაძე რ2-ის გადაცემა “კვირის აქცენტებს” ერთვება

“ყოველთვის ვიძახდი, რომ მე ვარ “ქართული ოცნება”… ოღონდ ნამდვილი 2012-იანი, რომელიც იბრძოდა პირველი დღიდან”, – ამბობს დეპუტატი ნეტგაზეთთან საუბარში.

“მისივე თქმით, მას უპირისპირდებიან ის ადამიანები, რომლებიც პარტიაში შემდეგ მივიდნენ. ჭიჭინაძე აზუსტებს, რომ “მიტმასნილებში” არ გულისხმობს სამდივნოს წარმომადგენლებს, რომლებმაც მისი გარიცხვის გადაწყვეტილებას მოაწერეს ხალხი, არამედ საუბარია მასთან დაპირისპირებულ დეპუტატებზე:

“კობახიძე, მდინარაძე, ზარდიაშვილი. ამიტომ ეს დროშა ჩემი უფროა, ვიდრე მაგათი”, – აცხადებს ჭიჭინაძე.

დეპუტატი ასევე არ ფიქრობს, რომ პროცედურულად ის პარტიიდან ბოლომდე გარიცხულია. მისი თქმით, არაერთი ბერკეტი აქვს როგორც შიდაპარტიული, ასევე ზოგადად სამართლებრივი დავის დასაწყებად.

“რამდენად ვისარგებლებ ამით, ეგ სხვა საკითხია თორემ ზოგადად რომ იძახიან გაირიცხაო, შეიძლება მაგის გასაჩივრება პროცედურებია, შეიძლება სასამართლომდე გახვიდე ადამიანი”.

 

ამავე თემაზე

“ქართული ოცნებიდან” პარლამენტარი დავით ჭიჭინაძე გარიცხეს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com