ახალი ამბები

მერაბიშვილი გამამართლებელი განაჩენის მოლოდინშია [video]

12 თებერვალი, 2014 • • 974
მერაბიშვილი გამამართლებელი განაჩენის მოლოდინშია [video]

ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა პირობა დაარღვია და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ “ნაციონალური მოძრაობის” წევრების დაპატიმრება დაიწყო:

 

“ივანიშვლმა თქვა, რომ დააპატიმრებს ცოტას, მაგრამ ხარისხიანი პატიმრები ეყოლება, პირად პატიმრებს გულისხმობდა, მაგრამ მან პირობა დაარღვია და არჩევნების წინ მან ამოარჩია ხარისხიანი რაიონები და ხარისხიანი კანდიდატები, რომლებსაც სერიოზული შანსები ჰქონდათ არჩევნებში გაემარჯვათ თავიანთ რაიონებში. მე ნაკლებად ვიცნობ ხონის გამგებელს, მაგრამ დარწმუნებული ვარ და ყველამ იცის, რომ ხონში კაკო ბობოხიძის გუნდს ალტერნატივა არ აქვს და ამ გუნდის წინააღმდეგაა მიმართული ეს დაპატიმრება. ჩვენ დავასაბუთეთ, რომ არც ერთი   მტკიცებულება არ ადასტურებს, ჩემი და, მით უმეტეს, ბატონი ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრალეულობას,”-აღნიშნა მერაბიშვილმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი