ახალი ამბები

ილია მეორე: ხშირად გვავიწყდება მეზვერის და ფარისეველის მაგალითი

9 თებერვალი, 2014 •
ილია მეორე:  ხშირად გვავიწყდება მეზვერის და ფარისეველის მაგალითი

ილია მეორემ ერთმანეთს მეზვერე და ფარისეველი კაცი შეადარა და ასევე აღნიშნა, რომ დღეს ადამიანებს ხშირად ავიწყდებათ მათი მაგალითი.

 

“დღევანდელ კვირას ეწოდება მეზვერეს და ფარისეველის კვირა. სახარებაში წერია, რომ ტაძარში შევიდა ორი ადამიანი, მეზვერე, რომელიც დამცირებული იყო ხალხში, ის იყო ადამიანი, რომელიც ხალხისაგან გადასახადს კრეფდა და ხშირ შემთხვევაში ზედმეტს კრეფდა და ხალხს არ უყვარდა. შევიდა მეორე კაცი, ფარისეველი, რომელიც ამაყობდა თავისი მდგომარეობით, თავისი კეთილი საქმეებით, რომ არ ვარ ისეთი, როგორიც ეს მეზვერეაო. სახარებაში წერია, რომ მეზვერე უფრო გამართლებული გავიდა ტაძრიდან, ვიდრე ფარისეველი. იმიტომ, რომ ფარისეველი ამაყობდა თავისი მდგომარეობით და თვლიდა, რომ უფრო უკეთესია, მეზვერე კი სინანულის გრძნობით იყო შეპყრობილი და მოინანიებდა. დღეს ხშირად გვავიწყდება მეზვერეს და ფარისეველის მაგალითი, ხშირი შემთხვევაა, როცა ვამბობთ, რომ მოვდივართ ტაძარში, ვლოცულობთ და უკეთესები ვართ, სინამდვილეში, ყველაზე დიდი გრძნობაა არა მხოლოდ ლოცვა და მარხვა, არამედ თავმდაბლობა, როცა ადამიანი გრძნობს თავის ცოდვას და  დანაშაულს. ძალიან ხშირად ადამიანი აკეთებს ცოდვას და ვერ გრძნობს, რომ ის ცოდვაა. ლოცვაში წერია, უფალო, მომანიჭე განცდა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა. ეს არის გზა სასუფეველისკენ”.- განაცხადა ილია მეორემ. 

 

 ილია მეორემ აღნიშნა, რომ დღევანდელ კვირა მეზვერისა და ფარისევლის კვირაა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი