ახალი ამბები

ოლიმპიადის ვებ- გვერდზე მარიკა პერტახიას დაბადების ადგილის შესახებ მონაცემები წაშლილია

9 თებერვალი, 2014 •
ოლიმპიადის ვებ- გვერდზე მარიკა პერტახიას დაბადების ადგილის შესახებ მონაცემები წაშლილია

კონკრეტულად კი სოჭის ზამთრის ოლიმპიადის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, რუსეთის ფედერაციის სახელით მოასპარეზე მარიკა პერტახიას პროფილზე, დაბადების ადგილის გრაფაში ეწერია, რომ ათლეტი რუსეთში, კონკრეტულად კი გალშია დაბადებული, ასევე მითითებული იყო, რომ მარიკა პერტახია აფხაზეთის რესპუბლიკაში, გალის რაიონში დაიბადა. ამ დროისთვის მარიკა პერტახიას პროფილზე გრაფა დაბადების ადგილი ცარიელია. 

 

საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს განაცხადეს, რომ დაშვებული შეცდომის გამო საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს მიმართა და შეცდომა გასწორდებოდა. “ნეტგაზეთი” კვლავ დაუკავშირდა საგარეო საქმეთა სამინისტროს, რათა გაერკვია, რით იყო გამოწვეული დაშვებული შეცდომა, თუმცა უწყებასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი