ახალი ამბები

ქუთაისში შენობის ნაწილის ჩამონგრევის გამო გამოძიება დაიწყო

8 თებერვალი, 2014 •
ქუთაისში შენობის ნაწილის ჩამონგრევის გამო გამოძიება დაიწყო

“ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში ნაჩქარევად და უხარისხოდ აშენებული, რეაბილეტირებული შენობა-ნაგებობები მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის. დღეს ქუთაისის რეაბილიტირებულ უბანში შენობის ფასადი ჩამოინგრა, რამაც მძიმედ დააზიანა 18 წლის ახალგაზრდა, რომლის მდგომარეობა კრიტიკულია. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება. ქალაქის მერია გვერდით უდგას ოჯახს და შეძლებისდაგვარად ეხმარება. “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ. მათ უნდა გაიხსენონ თბილისის იუსტიციის სახლის ჩამონგრეული სახურავი, სხვადასხვა ქალაქებში უხარისხოდ რეაბილიტირებული უბნები და შექმნილი პრობლემები. აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით აუცილებელია “ნაციონალურმა მოძრაობამ“ პასუხისმგებლობა აიღოს”.- განაცხადა მურღულიამ. 

 

ქუთაისში, ე.წ. რეაბილიტირებულ უბანში, მონპლაზირის ტერიტორიაზე, შენობის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 18 წლის ბიჭი დაშავდა. დაზარალებული ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის, გივი კოჭლამაზაშვილის განცხადებით, მისი მდგომარეობა ამჟამად მძიმეა:

 

“ქალა-ტვინის ტრავმაა სისხლჩაქცევით, ჰემატომამ გამოიწვია სუნთქვის გაძნელება, ამის გამო პაციენტი გადაყვანილია ხელოვნურ სუნთქვაზე, იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში და მკურნალობა საჭიროების ადეკვატურად მიმდინარეობს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი