“[სოჭის ოლიმპიადა] ჩვენთვის შეურაცხმყოფელი ქმედებებით დაიწყო. ზუსტად ამას ვეუბნებოდით ჩვენ ხელისუფლებას, რომ არაერთი იქნება. დაიწყო გახსნის დღიდან რუკასთან დაკავშირებით, ისე მოხდა, რომ ღრუბელი მანცდამაინც აფხაზეთისა და ცხინვალის თავზეა. ქვედა მხარესაც ღრუბელი ჩანს, ალბათ იქაც პროვოკაციას ფიქრობენ, ველოდები გაცილებით უარესს და ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს გაცილებით მკვეთრი და მკაფიო პოზიცია ამ საკითხებთან დაკავშირებით” – განაცხადა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ სოჭის ზამთრის ოლიმპიადა გუშინ, 7 თებერვალს გაიხსნა. ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე, როდესაც საქართველოს დელეგაცია დროშით გამოვიდა, მონიტორზე გაჩნდა რუკა, სადაც აფხაზეთის ტერიტორია ნისლით, ხოლო ცხინვალი ბილიკით იყო დაფარული. ოლიმპიადას ასევე ესწრებოდნენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის “პრეზიდენტი” ლეონიდ თიბილოვი და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ ისინი ოლიმპიადაზე მიწვეულნი არ არიან ოფიციალური სტატუსით.