ახალი ამბები

პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა

14 ივლისი, 2018 • 1795
პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა

საქართველოს პარლამენტმა 14 ივლისს, რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა

101 მომხრე, 12 წინააღმდეგი – ხმათა ასეთი რაოდენობით დაამტკიცა პარლამენტმა ახალი მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც მხარი არ დაუჭირა “ევროპული საქართველოს” დეპუტატებმა. 

ახალ მთავრობაში პრემიერის გარდა სულ 10 მინისტრი და ერთი სახელმწიფო მინისტრია.

მინისტრთა კაბინეტში სამი ახალი სახეა:

[checklist]

  • მიხეილ ბატიაშვილი- განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი;
  • ივანე მაჭავარიანი – ფინანსთა მინისტრი
  • გიორგი ქობულია – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

[/checklist]

ამ სამი მინისტრის გარდა მთავრობის შემადგენლობა ასეთია:

  • მამუკა ბახტაძე – პრემიერ-მინისტრი
  • ლევან დავითაშვილი – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი;
  • ლევან იზორია – თავდაცვის მინისტრი;
  • თეა წულუკიანი – იუსტიციის მინისტრი;
  • დავით სერგეენკო – ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;
  • მაია ცქიტიშვილი – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი;
  • დავით ზალკანიანი – საგარეო საქმეთა მინისტრი;
  • გიორგი გახარია – შინაგან საქმეთა მინისტრი ;
  • ქეთევან ციხელაშვილი – სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში.

მინისტრთა კაბინეტის გარდა პარლამენტმა სამთავრობო პროგრამა “თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა” დაამტკიცა.

პარლამენტში პრემიერ-მინისტრს და მინისტრობის კანდიდატებს მთელი დღის განმავლობაში უსმენდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი