საქართველოს პარლამენტმა 14 ივლისს, რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა
ახალ მთავრობაში პრემიერის გარდა სულ 10 მინისტრი და ერთი სახელმწიფო მინისტრია.
მინისტრთა კაბინეტში სამი ახალი სახეა:
[checklist]
- მიხეილ ბატიაშვილი- განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი;
- ივანე მაჭავარიანი – ფინანსთა მინისტრი
- გიორგი ქობულია – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
[/checklist]
ამ სამი მინისტრის გარდა მთავრობის შემადგენლობა ასეთია:
- მამუკა ბახტაძე – პრემიერ-მინისტრი
- ლევან დავითაშვილი – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი;
- ლევან იზორია – თავდაცვის მინისტრი;
- თეა წულუკიანი – იუსტიციის მინისტრი;
- დავით სერგეენკო – ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;
- მაია ცქიტიშვილი – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი;
- დავით ზალკანიანი – საგარეო საქმეთა მინისტრი;
- გიორგი გახარია – შინაგან საქმეთა მინისტრი ;
- ქეთევან ციხელაშვილი – სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში.
მინისტრთა კაბინეტის გარდა პარლამენტმა სამთავრობო პროგრამა “თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა” დაამტკიცა.
პარლამენტში პრემიერ-მინისტრს და მინისტრობის კანდიდატებს მთელი დღის განმავლობაში უსმენდნენ.
