ახალი ამბები

მთავრობის გადაწყვეტილებით „რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო“ შეიქმნა

7 თებერვალი, 2014 •
მთავრობის გადაწყვეტილებით „რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო“ შეიქმნა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის განმარტებით, აღნიშნული კომისია რელიგიურ საკითხებში პოლიტიკას განახორციელებს. 

 

მინისტრმა აღნიშნა, რომ ახლად შექმნილი სტრუქტურა საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქნება, იგი პრემიერ-მინისტრს უშუალოდ დაექვემდებარება და სააგენტოს ხელმძღვანელს პრემიერი დანიშნავს. 

 

„დღევანდელ სხდომაზე ასევე დამტკიცდა დებულება. ეს იქნება სტრუქტურა, რომელიც რელიგიურ საკითხებში პოლიტიკას განახორციელებს. ამ დრომდე ამგვარი სტრუქტურა არ არსებობდა და ყველა ცალკეული საკითხის მოგვარებას რომელიმე უწყება ცდილობდა. სააგენტო იმუშავებს რელიგიური ორგანიზაციების სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის საბჭოთა რეჟიმის მიერ დაზარალებული ოთხი რელიგიური მიმდინარეობისთვის ზარალის ნაწილობრივ ანაზღაურებისთვის გამიზნული თანხის განკარგვაზე“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი