ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სუპერმარკეტ “ზემელიდან” ვადაგასული სურსათი ამოიღო

6 თებერვალი, 2014 • • 1892
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სუპერმარკეტ “ზემელიდან” ვადაგასული სურსათი ამოიღო

“სხვადასხვა დასახელების კარაქი, მარგარინი, ხინკალი, მოხარშული და ნახევრად შებოლილი ძეხვი, თხილი დაილუქა და კანონის შესაბამისად  განადგურდება.  “ზემელსა” და ლადო ასათიანის ქუჩაზე მდებარე ი/მ “მაია მახარაშვილის” მარკეტში გამოვლინდა ასევე ეტიკეტირების წესის დარღვევები, კერძოდ, დახლებზე განთავსებულ პროდუქტს არ ჰქონდა ქართული ეტიკეტი, რაც, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 741 მუხლის  თანახმად, ითვალისწინებს ჯარიმას 400 ლარის ოდენობით”, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

 

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ასევე მარნეულში, “ავერსის კლინიკის” მიმდებარედ  საკონდიტრო საწარმო შპს ს/ვ-ს საწარმოო პროცესი შეუჩერა

 

“საწარმოს დახურვის საფუძველი გახდა კრიტიკული შეუსაბამობები, ასევე, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, წყლის ხარისხის დამადასტურებელი გამოცდის ოქმისა და პროდუქციის მიკრობიოლოგიური კვლევის არარსებობა და სხვ”, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი