ახალი ამბები

მოვითხოვთ უფასო სასკოლო კვებას – საბავშვო მწერლებისა და მხატვრების განცხადება

19 აპრილი, 2023 • 855
მოვითხოვთ უფასო სასკოლო კვებას – საბავშვო მწერლებისა და მხატვრების განცხადება

საბავშვო მწერლები, მხატვრები და ილუსტრატორები სკოლებში უფასო ბავშვთა კვების დანერგვას ითხოვენ. მათ განცხადებას მოძროაბა „ხმა“ ავრცელებს.

„ ჩვენ, საბავშვო ავტორებს და ილუსტრატორებს, გვჯერა, რომ საბავშვო წიგნების შექმნა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა, რაც კი ოდესმე გვიკეთებია.

იმედი გვაქვს, რომ ჩვენი წიგნებით ბავშვები შეაღებენ სხვა სამყაროების კარებს, შეიჭყიტებიან განსხვავებული ყოფისა და პერსონაჟების ფანჯრებში, შეიგრძნობენ ენის ჯადოსნურ მომხიბვლელობას, ეზიარებიან კულტურას და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისწავლიან თანაგრძნობას (ასევე, ცოტაოდენ ეშმაკობებს).

მაგრამ, სამწუხაროდ, წიგნები ბავშვებამდე ვერ მიდიან. რადგან საქართველოში გამოკითხული მოსწავლეების 77% ამბობს, რომ მშიერია სკოლაში. მოსწავლეების 20% სოციალურად დაუცველია და არც სკოლის მერე ელოდება განვითარებისთვის და ჯანმრთელობისთვის აუცილებელი საკვები. არასათანადო და არასაკმარისი კვება პირდაპირ გავლენას ახდენს ბავშვის ჯანმრთელობაზე, მის შესაძლებლობაზე, სრულფასოვნად ჩაერთოს სასწავლო პროცესში, ისწავლოს და განვითარდეს საკუთარი პოტენციალის შესაბამისად.

ამ მშრალი სტატისტიკის მიღმა ისტორიებია, რომლებსაც ყვებიან მასწავლებლები, მშობლები, სასწრაფოს თანამშრომლები და თვითონ ბავშვები. კიდევ უფრო მეტი ბავშვი კი ამის შესახებ დუმს, რადგან შიმშილზე საუბარი ეუხერხულება. სკოლებში კი დღე არ გადის, რომ ბავშვს შიმშილისგან არ წაუვიდეს გული.
როგორ გავაგრძელოთ მშვიდად წერა და ხატვა, როცა ვიცით, რომ ჩვენს მკითხველს შია. შია სკოლაში და ვერც სახლში დაბრუნებული პოულობს საკვებს.

ჩვენ ბავშვებისთვის ვქმნით თავგადასავლებით სავსე წარმოსახვით სამყაროს და იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება ერთადერთი სამყარო, სადაც უფროსები გულგრილად ჩაუვლიან მშიერ ბავშვებს. ჩვენ, საბავშვო ავტორები, ილუსტრატორები, მოვითხოვთ უფასო სასკოლო კვებას ყველა ბავშვისთვის!“.

განცხადებას ხელს აწერენ:

ალექს ჩიღვინაძე
ანა ჯანელიძე
გივი ჩიღვინაძე
გიო ჯინჭარაძე
გიორგი გამეზარდაშვილი
გიორგი კაკაბაძე
ეკა ტაბლიაშვილი
ვარლამ ჯმუხაძე
ვასილ გულეური
ზაზა აბზიანიძე
თათია ნადარეიშვილი
თამარ გეგეშიძე
თუთა ჯგუშია
ია ნინოშვილი
ირმა მალაციძე
ლელა ცუცქირიძე
მარიამ წიკლაური
მარიამ ჭანჭალეიშვილი
მაშო მარგიშვილი
ნათია როსტიაშვილი
ნატო დავითაშვილი
ნინო სადღობელაშვილი
ნინო ჯიჯავაძე
სონია ელიაშვილი
შოთა იათაშვილი


წელიწად-ნახევარი გავიდა ისე, რომ სამინისტროს არც გეგმა წარმოუდგენია სკოლაში კვების დანერგვასთან დაკავშირებით და არც თარიღი უთქვამს, თუ როდის აპირებს ამას. არადა, მინისტრი ირწმუნება, რომ UNICEF-თან ერთად ამ საკითხზე მუშაობა გრძელდება.

ამ თემაზე სტატიათა ციკლიდან ნეტგაზეთი რამდენიმე მასალას გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი