ახალი ამბები

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს თემურ მღებრიშვილი უხელმძღვანელებს

6 თებერვალი, 2014 •
სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს თემურ მღებრიშვილი უხელმძღვანელებს

თემურ მღებრიშვილმა ამ თანამდებობაზე ანზორ ჩუბინიძე შეცვალა, რომელმაც პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლების შესახებ პრემიერ-მინისტრს 22 იანვარს მიმართა.

 

 
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნამდე თემურ მღებრიშვილი მუშაობდა შსს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დირექტორად. მას გააჩნია აღნიშნულ სტრუქტურაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის 18-წლიანი გამოცდილება.

თემურ მღებრიშვილი
თემურ მღებრიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი