ახალი ამბები

რვა წყვილი წინდა პარტიზან მებაღეებს დანისპარაულიდან

4 თებერვალი, 2014 •
რვა წყვილი წინდა პარტიზან მებაღეებს დანისპარაულიდან

 

 

 „ვაკის პარკის ამჟამინდელი დამცველი ნატა ფერაძე ჩემი დიდი ხნის მეგობარია, ტელევიზიით ვნახე ის, რაც ხდება ვაკის პარკში და ახლობლის ხელით გავუგზავნე. ჩვენი მატყლისგან მოვქსოვე ეს წინდები. ტელევიზიით რომ ვნახე, იდეა დამებადა გამეგზავნა წინდები, წელს ძალიან ცივი ზამთარია, ვიფიქრე, შესცივდებოდათ.“ – ამბობს ჟუჟუნა გელაძე.

 

 

პარტიზანი მებაღეები წინდებს ინაწილებენ. როგორც ამბობენ, ეს მათთვის დიდი სტიმულია:

 

 

“ახლობელს გამოატანეს, ხელიდან ხელში გადმოგვცეს. რვა წყვილი წინდა გამოგვიგზავნეს, ახლა ვანაწილებთ, დღეს ჩავიცვამთ აუცილებლად. წინდა შეიძლება წავიდეთ და ვიყიდოთ ელიავაზე, მაგრამ ეს ამანათი არის საოცრად მნიშვნელოვანი. საკუთარი ცხვრის მატყლისგან მოქსოვილი წინდებია, ყურადღების გამოხატულების საოცარი ფორმაა, ულამაზესი წინდებია, ძალიან მნიშვნელოვანია, სტიმული, მხარდაჭერა და ერთიანობის შეგრძნებაა.“ – ამბობს ნატა ფერაძე, პარტიზანი მებაღე.

მასალების გადაბეჭდვის წესი