პარტიზანი მებაღეები წინდებს ინაწილებენ. როგორც ამბობენ, ეს მათთვის დიდი სტიმულია:
“ახლობელს გამოატანეს, ხელიდან ხელში გადმოგვცეს. რვა წყვილი წინდა გამოგვიგზავნეს, ახლა ვანაწილებთ, დღეს ჩავიცვამთ აუცილებლად. წინდა შეიძლება წავიდეთ და ვიყიდოთ ელიავაზე, მაგრამ ეს ამანათი არის საოცრად მნიშვნელოვანი. საკუთარი ცხვრის მატყლისგან მოქსოვილი წინდებია, ყურადღების გამოხატულების საოცარი ფორმაა, ულამაზესი წინდებია, ძალიან მნიშვნელოვანია, სტიმული, მხარდაჭერა და ერთიანობის შეგრძნებაა.“ – ამბობს ნატა ფერაძე, პარტიზანი მებაღე.
