ახალი ამბები

მერაბიშვილი: 2007 წლის ნოემბრის მიტინგის დაშლის ინიციატივა მოდიოდა ბატონი ბიწაძისგან

3 თებერვალი, 2014 • • 1063
მერაბიშვილი: 2007 წლის ნოემბრის მიტინგის დაშლის ინიციატივა მოდიოდა ბატონი ბიწაძისგან

“მე მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ ნინოს. მან ყველაფერი თქვა, რასაც ფიქრობს. ობიექტურად იყო შეფასებული ყველაფერი. ყველა დარწმუნდა, რა მიზანი ამოძრავებდა და როგორ მიდიოდა მიტინგი. მგონია, რომ ჩემს დაცვას ძალიან გამოადგება ქალბატონი ნინოს მიცემული ჩვენება”, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

 

მან ასევე გაიხსენა 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დაშლა და განაცხადა, რომ ეს ინიციატივა ეკუთვნოდა ნინო ბურჯანაძის მეუღლეს – ბადრი ბიწაძეს, რომელიც მაშინ შსს-ში მუშაობდა სასაზღვრო პოლიციის უფროსად:

 

“მინდა შეგახსენოთ, ქალბატონო ნინო, რომ მე არ გამტყუნებთ, მაგრამ 2007 წლის 7 ნოემბრის მიტინგის დაშლის ინიციატივა მოდიოდა ბატონი ბიწაძისგან იმ ფორმით, რა ფორმითაც მოხდა დაშლა, თუმცა მე არ მიმაჩნია, რომ ეს შეცდომა ან დანაშაული იყო”, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი