ახალი ამბები

ინფორმაცია, თითქოს მუსლიმმა მიგრანტებმა შვედეთში ქრისტე შეურაცხყვეს, სიცრუეა

5 ივლისი, 2018 • 4176
ინფორმაცია, თითქოს მუსლიმმა მიგრანტებმა შვედეთში ქრისტე შეურაცხყვეს, სიცრუეა

“ფეისბუკზე” გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შვედეთში მუსლიმმა მიგრანტებმა ქრისტეს ქანდაკება შეურაცხყვეს, სიცრუეა.

“ფეისბუკ გვერდმა “იბერიული ერთობა” გაავრცელა ცრუ ინფორმაცია და ფოტოები წარწერით:

“შვედეთში მუსლიმმა ლტოლვილებმა იესო ქრისტეს ძეგლი გაანადგურეს. თუ ბევრად რადიკალური ზომები არ მივიღეთ, შესაძლოა ჩვენთანაც იგივე განმეორდეს. თითოეულ ქვეყანაში უცხოელ მუსლიმებს ცუდის მეტი არაფერი მოაქვთ, ჩვენი მთავრობა კი მათ ყოველდღე ურიგებს მოქალაქეობას”.

არ დაუშვა ქვეყნის ისლამიზაცია! იბრძოლე საკუთარი ერისთვის! იბრძოლე შენი და შენი შვილების მომავლისთვის! შენი მომავალი შენს ხელშია!”

სინამდვილეში ეს ფოტოები გადაღებულია მექსიკაში და ასახავს ახალგაზრდების მიერ მოწყობილ აქციას. აღნიშნული აქცია 2016 წელს გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი