ახალი ამბები

ამბავი „გლდანელ ბებოზე, რომელიც ცომს ამფეტამინს ურევდა“, მოგონილია

15 იანვარი, 2020 • 3388
ამბავი „გლდანელ ბებოზე, რომელიც ცომს ამფეტამინს ურევდა“, მოგონილია

გავრცელებული ამბავი „გლდანელ ბებოზე, რომელიც ცომს ნარკოტიკ ამფეტამინს ურევდა და მთელი უბანი თონის პურზე შესვა“, მოგონილია.

15 იანვარს არაერთმა ვებსაიტმა/გამოცემამ გამოაქვეყნა ეს ინფორმაცია გადამოწმების გარეშე. როგორც რამდენიმე მათგანს ეწერა, ინფორმაციის წყარო იყო მოქალაქე ბექა ქავთარაძე, რომელსაც ეს ამბავი ფეისბუკზე ეწერა.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა ბექა ქავთარაძეს, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ ამბავი მოგონილი იყო და სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

„კარგია, რომ კოლეგებისგან განსხვავებით გადამოწმება გადაწყვიტეთ. ეს იყო ხუმრობა. მეგონა, რომ უწყინარი, მაგრამ ახლა განმარტებების კეთება მიწევს [რომ ეს ამბავი ნამდვილი არ არის]“, – მოგვწერა მან.

მოგონილი ამბის სქრინშოტი ერთ-ერთ საიტიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი