ახალი ამბები

სააკაშვილი მერაბიშვილის ვიდეოზე: პოლიტიკაში ძალიან გთხოვთ ნუ ჩამრევთ

1 თებერვალი, 2014 • • 996
სააკაშვილი მერაბიშვილის ვიდეოზე: პოლიტიკაში ძალიან გთხოვთ ნუ ჩამრევთ

“მე საერთოდ პოლიტიკაში, ძალიან გთხოვთ, ნუ ჩამრევთ. გითხარით, რისთვისაც ვარ აქ. საკმარისი ქართული პოლიტიკა მქონდა ცხოვრებაში. იმისათვის, რომ გამანებოთ თავი ამ თემაზე მაინც, მაგრამ ეს რაც ხდება, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ყველანაირი ჩვენი ადგილობრივი რაღაცები”.- განაცხადა სააკაშვილმა, რომელიც ამჟამად მიუნხენში იმყოფება. 

 

ვიდეომასალაზე, რომელიც  გავრცელდა, ასახულია ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ყოფილი იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები.

 

“ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, პრემია იქნება დიდი,” – მიმართავს მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს. ვიდეოში საუბრის დროს ნახსენებია მუხროვანიც. 

 

გავრცელებულ ვიდეოს ვანო მერაბიშვილი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე გამოეხმაურა. როგორც მერაბიშვილმა განაცხადა, მას არავის ლიკვიდაციის შესახებ ბრძანება არ გაუცია:

 

“მე ეს ჩანაწერი მახსოვს და თქვენ კადრებში ხედავთ, რომ ჩანაწერი კეთდება ღიად. მე არ მრცხვენია, რომ ეს განცხადება გავაკეთე. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ მუხროვანის აჯანყებაში, გარდა იმ ადამიანებისა, ვინც საყოველთაოდ ცნობილია, მონაწილეობდა ორი რუსი მრჩეველი, ГРУ–ს თანამშრომლები, და ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ამ ფაქტის დაფარვის მიზნით შეთქმულების მონაწილეებმა მოახდინეს მათი ლიკვიდაცია. ჩანაწერში ჩანს, რომ მე ვიძლევი ინფორმაციას ამ ორი ადამიანის პოვნის შესახებ, რათა ჩვენ დაგვემტკიცებინა კავშირი ამ აჯანყებასა და რუსეთს შორის.”- განაცხადა მერაბიშვილმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი