ახალი ამბები

ღარიბაშვილი:გავხდით მოწმე იმისა, როგორ დაუკვეთა მერაბიშვილმა ორი ადამიანის ლიკვიდაცია

1 თებერვალი, 2014 • • 1170
ღარიბაშვილი:გავხდით მოწმე იმისა, როგორ დაუკვეთა  მერაბიშვილმა ორი ადამიანის ლიკვიდაცია

ღარიბაშვილის შეფსებით, ვიდეომასალის მიხედვით,  ყოფილმა შს მინისტრმა და პრემირ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ორი ადამიანის ლიკვიდაციის ბრძანება გასცა:

 

“ჩემი შეფასებით ეს არის კატასტროფა, ჩვენ ყველანი ვართ გაოცებული, ამას უფრო კომპეტენტურად შეაფასებებნ სამართალდამცავი ორგანოები, მაგრამ ჩემი, როგორც მოალაქის მხირდან დანახული, მე ვიტყოდი, რომ ეს არის ძალიან მძიმე. ჩვენ ფაქტიურად გავხდით მოწმე იმისა, თუ როგორ დაუკვეთა ყოფილმა შს მინისტრმა, ყოფილმა პრემიერმა ორი გვამის, ასე ვთქვათ, ორგანიზება, ორი ადამიანის ლიკვიდაცია. დანარჩენს უკვე გამოძიება გაარკვევს, მე დარწმუნებული ვარ. გამოძიება დაიწყო. მე მოვუწოდებ პროკურატურას, რომ ძალიან მალე გაისნას ეს საქმე”. – განაცხადა ღარიბაშვილმა. 

 

ჟურნალისტის შეკითხვაზე, მოითხოვა თუ არა პროკურატურამ შმაგი თელიასთან და  დავით ნაირაშვილთან დაკავშირებით უფლებამოსილების მოხსნა, რომლებიც ამჟამად თავდაცვის სამინისტროში მუშაობენ,  ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა:

 

” არ ვიცი, მაგას გამოძიება დაადგენს. ძალიან ბევრი ადამიანი ტრიალებს იმ ვიდეოში, მაგრამ უნდა გამოიკვეთოს ყველაზე მთავარი, რაც არის. თქვენ ნუ ცდილობთ, რომ სხვა რამეზე გადაიტანოთ აქცენტი, თქვენ სხვა რამეზე იფიქრეთ, მთავარზე გააკეთეთ აქცენტი, მერაბიშვილი ამბობს- 2 გვამი მომიტანეთ და პრემია იქნება, ეს არის ანგარებით მოტივირებული, შეკვეთილი მკვლელობა, ეს არის ჩემი მხრიდან შეფასება, დანარჩენზე, თუ გამოძიება გამოკვეთავს სხვა ადამიანების ჩართულობას, ამაზე გამოძიება გააკეთებს კომენტარს”- აღნიშნა ღარიბაშვილმა. 

 

ვიდეომასალაზე, რომელიც  გავრცელდა, ასახულია ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ყოფილი იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები.

 

“ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, პრემია იქნება დიდი,” – მიმართავს მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს. ვიდეოში საუბრის დროს ნახსენებია მუხროვანიც. 

 

გავრცელებულ ვიდეოს ვანო მერაბიშვილი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე გამოეხმაურა. როგორც მერაბიშვილმა განაცხადა, მას არავის ლიკვიდაციის შესახებ ბრძანება არ გაუცია:

 

“მე ეს ჩანაწერი მახსოვს და თქვენ კადრებში ხედავთ, რომ ჩანაწერი კეთდება ღიად. მე არ მრცხვენია, რომ ეს განცხადება გავაკეთე. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ მუხროვანის აჯანყებაში, გარდა იმ ადამიანებისა, ვინც საყოველთაოდ ცნობილია, მონაწილეობდა ორი რუსი მრჩეველი, ГРУ–ს თანამშრომლები, და ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ამ ფაქტის დაფარვის მიზნით შეთქმულების მონაწილეებმა მოახდინეს მათი ლიკვიდაცია. ჩანაწერში ჩანს, რომ მე ვიძლევი ინფორმაციას ამ ორი ადამიანის პოვნის შესახებ, რათა ჩვენ დაგვემტკიცებინა კავშირი ამ აჯანყებასა და რუსეთს შორის.”- განაცხადა მერაბიშვილმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი